|
2017-11-30 15:25:01, 1856 ნახვა
სამართალი
ევროსაბჭოს მომხსენებლები - „საქართველოს ხელისუფლებამ აფგან მუხთარლის საქმე სრულფასოვნად უნდა გამოიძიოს“
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლების კესტრინ ლუნდგრენის და ტიტუს კორლატეანის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საკითხი სრულფასოვნად უნდა გამოიძიოს. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ საქართველოში უსაფრთხოების სამსახურების უფრო დაბალსებული სისტემაა საჭირო. მათ ასევე აღნიშნეს, რომ აუცილებელია საქართველოში აზერბაიჯანელი პოლიტ-ემიგრანტების დაცვის გაძლიერება, რადგან მუხთარლი სავარაუდოდ აზერბაიჯანის ხელისუფლების ჩარევით გაიტაცეს. "ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს აღნიშნული საქმე სრულფასოვნად და ყველა დამნაშავე პირი, მიუხედავად თანამდებობისა, უნდა დაისაჯოს. საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქეების უსაფრთხოება სრულად უნდა იყოს დაცული", - განაცხადეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, საქართველოში 2014 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. როგორც ის აცხადებდა, ამის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლის განხორციელება გახდა. მიმდინარე წლის 29 მაისს ჟურნალისტი თბილისიდან გაიტაცეს. მეორე დღეს ის აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე 3 მუხლით არის აღძრული: კონტრაბანდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა. აზერბაიჯანული მხარის თქმით, ჟურნალისტს საზღვრის გადაკვეთისას 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს. როგორც მუხთარლის ცოლი ლეილა მუსტაფაევა აცხადებს, მისი მეუღლე საქართველოდან აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა ქართველი მხარის დახმარებით გაიტაცეს. ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)