23:48 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 13:26:47, 1841 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ოთარ აბესაძის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე, რომელიც კორუფციის ბრალდებით დააკავეს, 20 დღით სამედიცინო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიიღო.

სასამართლო სხდომის დაწყების დროს ოთარ აბესაძემ განაცხადა, რომ 2 დღის წინ შეიტყო ბაბუის გარდაცვალების შესახებ და შესაბამისად ის თავს არაადეკვატურად მიიჩნევს.

„2 დღის წინ გავიგე, რომ ჩემზე ნერვიულობის გამო გარდაიცვალა ჩემი ოჯახის წევრი, გამზრდელი ბაბუა. ეს 40 დღის წინ იყო, მე კი, ამის შესახებ მხოლოდ 2 დღის წინ შევიტყე", - განაცხადა აბესაძემ სასამართლო პროცესზე და სხდომის გადადება მოითხოვა.

მოსამართლემ სხდომა დროებით შეწყვიტა და ბრალდებული ექიმებმა შეამოწმეს. სამედიცინო პერსონალმა ჩათვალა, რომ აბესაძე ადეკვატური იყო.

დაცვის მხარის მოთხოვნით სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics