|
2017-11-30 11:01:34, 2107 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს: გასვლისას არ დაგავიწყდეთ შუქის ჩაქრობა, თორემ ელექტროენერგიაზე ტარიფები გაიზარდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინის უშიშროების სამსახურმა მისი ბინის ჩხრეკის შესახებ სასამართლოსგან გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ბოდიში, მეგობრებო, ვერ დაგელოდეთ, კონოტოპში გავემგზავრე ჩემს აგენტურულ საქმეებზე, რათა რუსეთის საზღვარზე ინსტრუქციები მივიღო. თუმცა, იმისათვის, რომ ამოცანა გაგიადვილოთ, როდესაც შემოხვალთ ჩემთან სახლში, შეგიძლიათ კარები იმავე გასაღებით გააღოთ, რომელიც ჩემს მძღოლს „ყაჩაღებმა“ წაართვეს, რომლებმაც ის სადარბაზოში სცემეს და რომლის მეშვეობით თქვენ 10 დღის წინ კამერები დააყენეთ ჩემს ბინაში“, - წერს სააკაშვილი. გარდა ამისა, ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ირონიულად მიმართა და განაცხადა, რომ მათ ჩხრეკისას შეიძლება "კოკაინი და ჰეროინი იპოვიან". "კარადაში შეგიძლიათ ნახოთ პოროშენკოს კორუფციულ სქემებზე გაზეთები, რომელშიც კოკაინია გახვეეული, მაცივარში „როშენის“ მოწამლული შოკოლადია, ხოლო სეიფში ინახება ასაფეთქებელი, რომელიც მხოლოდ ბარიგებისთვის ფეთქდება, ფული, რომელიც მონღოლურმა დაზვერვამ გადმომცა უკვე დავხარჯე, გუშინ ჟურნალისტებთან ერთად, რომ ვიქეიფე რესტორან "გივიში". რაც მთავარია, გასვლისას არ დაგავიწყდეთ შუქის ჩაქრობა, თორემ მას შემდეგ, რაც პეტრო პოროშენკო DTEK-ის თანამფლობელი გახდა, ელექტროენერგიაზე ტარიფები უფრო გაიზარდა, ვიდრე ეს ახმეტოვის დროს იყო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)