|
2015-05-07 15:30:27, 375 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: წინა ხელისუფლების დროს, ბინების გაცემასთან დაკავშირებით კრიტერიუმები არ არსებობდა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილტა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების გაცემისას არანაირი კრიტერიუმი არ არსებობდა და ეს ცვლილება სამინისტროში მისმა წინამორბედმა დანერგა. ამის შესახებ სოზარ სუბარმა საკომიტეტო სხდომაზე დეპუტატის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ კრიტერიუმებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და ქულების ზედა ზღვარი გაზარდა. ,,წინა ხელისუფლების დროს არანაირი კრიტერიუმები არ არსებობდა, თუ რის მიხედვით ხდებოდა ბინების გაცემა. ჩემმა წინაბორბედმა, დავით დარახველიძემ შეიმუშავა კრიტერიუმები, რომლებიც ყველა დევნილისთვის მკაფიოდ გაწერილია. ამ კრიტერიუმებში რამდენიმე ცვლილება შევიტანე, როცა გარკვეული ქულების ზღვარი გავზარდე“,-განაცხადა სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)