07:44 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 13:54:51, 1730 ნახვა

კომენტარი
კახიძე მერაბიშვილის საქმეზე: წულუკიანის შეფასებაზე ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიის წამყვანი გამახსენდა

„ევროპული საქართველოს“  წევრი  ოთო კახიძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა.

 კახიძემ უმრავლესობის წევრებს ურჩია, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თავად გაეცნონ.

„ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა გუშინ, როდესაც  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, კერძოდ მისმა უმაღლესმა ინსტანციამ, დიდმა პალატამ გამოიტანა  უპრეცედენტო გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით.  უმრავლესობის ყველა წარმომადგენელს მინდა ვთხოვო, რომ  თავად გაეცნოს გადაწყვეტილების შინაარს.

ვინაიდან მე მოვისმიმე ქალბატონი იუსტიციის მინისტრის  შეფასება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და გამახსენდა ჩრდილოეთ კორეის  სატელევიზიო წამყვანი, რომელმაც ბრაზილიასთან მატჩი   ჩრდილოეთ კორეის გუნდი გამარჯვებულად გამოაცხადა. სინამდვილე არის აბსოლუტურად საპირისპირო, კერძოდ იუსტიციის სამინისტროს საჩივარი  სრულად იქნა უგულებელყოფილი და ძალაში დარჩა შარშანდელი გადაწყვეტილება, პირიქით უფრო მკაცრია  შეფასებები და უფრო მკაფიოა სასამართლოს განმარტებები ვანო მერაბიშვილის  პატიმრობასტან  საქმესთან დაკავშირებით.

კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის  პატიმრობას  ხელისუფლება  იყენებდა მისგან  ინფორმაციის გამოძალვის მიზნით.

ყოფილი მართველი პარტიის გენერალურ მდივანს  სთხოვდნენ პარტიის თავმჯდომარის  და ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ  ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში  ემუქრებოდნენ მას ხანგრძლივი პატიმრობით.  ეს არის დადგენილი სტრასბურგის სასამართლოს  გადაწყვეტილებით“,-განაცხადა ოთო კახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics