|
2017-11-28 19:27:46, 1830 ნახვა
ეკონომიკა
ბრუნო ბალვანერამ საქართველოში ენერგეტიკის სფეროში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტებზე ისაუბრა
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა სიტყვით გამოვიდა. მან მონაწილეობა მიიღო პანელში „რეგიონთაშორისი შესაძლებლობები ენერგეტიკის მიმართულებით“, სადაც საქართველოსა და რეგიონში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. „საქართველოში ჩვენ 394 მეგავატი წყლის ენერგია შევქმენით. პროექტები მოიცავდა „ენგურის“, „აჭარისწყალისა“ და „ფარავანის“ ჰიდროელექტროსადგურებს. ამჯერად ჩვენ ვმუშაობთ უზარმაზარ პროექტზე - „ნენსკრას“ ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი ჰიდროკონსტრუქცია იქნება. საუბარია მილიარდობით დოლარის ინვესტიციაზე. ჩვენ გვყავს პროფესიონალების გუნდი, რომელიც უსმენს საზოგადოებას და განიხილავს და უმკლავდება გამოწვევებს“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის განხორციელებული პროექტის შესახებ ისაუბრა და თავის გამოსვლაში შახ-დენიზის პროექტი მიმოიხილა. მისი ინფორმაციით, ერთი თვის წინ EBRD-მა ხელი მოაწერა 25 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ ფინანსურ პროექტს (500 მილიონი დოლარის ღირებულების). როგორც მან აღნიშნა, ეს არის EBRD-ის უდიდესი წვლილი ამ პროექტში, რომელიც უზრუნველყოფს შახ-დენიზიდან კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით იტალიაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას. „ეს პროექტი ისტორიაში ყველაზე დიდ ტრანზაქციად აღიარა კომპანია BP-მ“,-აღნიშნა მან. ბრუნო ბალვანერას განცხადებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის განახლებად ენერგიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „ჩვენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში დაწყებული გვაქვს წყლის ენერგიის გამოყენება, რომლის პოტენციალიც საქართველოსგან განსხვავებით ბევრ ქვეყანას არ გააჩნია. ასევე, მნიშვნელოვანია ქარისა და მზის განახლებადი ენერგია.“ ბრუნო ბალვანერას განცხადებით, ქარის, მზის და წყლის ენერგიის მიმართულებით EBRD -ის პროექტებიდან პირველი ადგილი უკავია პოლონეთს, მეორე ადგილი-რუმინეთს, მესამე-საქართველოს. (NS)
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)