00:06 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 19:16:29, 1731 ნახვა

ეკონომიკა
ქსიოჟუნი: სარტყელისა და გზის ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელია აზიასა და ევროპას შორის ძლიერი კავშირები შეიქმნას

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე ი ქსიოჟუნი, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში თემატური პანელის „სავაჭრო ხელშეწყობა სარტყელი და გზის ინიციატივების ფარგლებში“  სიტყვით გამოვიდა.

ის  აცხადებს, რომ სარტყელისა და გზის ინიციატივის სრულად განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება შეიქმნას მყისიერი კავშირები წარმოებასა და გასაღებას შორის, ასევე, ინკლუზიური ვაჭრობა და უფრო ძლიერი კავშირები აზიასა და ევროპას შორის.

ქსიოჟუნმა ისაუბრა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის როლზე სავაჭრო ურთიერთობების განვითარების, ბარიერების მოხსნის და რეგიონალური და ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებით გათვალისწინებული ამოცანების მხარდაჭერის კუთხით.

მისი განცხადებით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმებები ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ, მიზნად ისახავს ექსპორტის, იმპორტის და სატრანზიტო პროცედურების ინტეგრირებას, გამარტივებას და სტანდარტიზაციას.

მისივე განმარტებით,  რითაც შემცირდება ტვირთების მოძრაობის დრო, დანახარჯები საზღვრებზე, ასევე ბიზნესისთვის, განსაკუთრებით კი მცირე საწარმოებისთვის უფრო ადვილი გახდება ვაჭრობა და ღირებულებათა შექმნის გლობალურ ჯაჭვთან მიერთება.

WTO-ს გენერალური დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, ხელშეკრულების სრული განხორციელებით შესაძლებელი იქნება, ვაჭრობის ხარჯების შემცირება საშუალოდ, 14,5%-ით.

„ახალი აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარე ქვეყნები უდავოდ მიიღებენ სარგებელს მისი სრული და სწრაფი განხორციელების შედეგად.“ - განაცხადა ი ქსიოჟუნმა.

როგორც გამომსვლელმა აღნიშნა, ელექტრონული ვაჭრობა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ბიზნესის წარმოების ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics