07:44 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 16:02:01, 1625 ნახვა

კომენტარი
ბოკერია: მერაბიშვილის გათავისუფლება ქვეყნის იმიჯის საკითხია

„ეს სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიაში უნდა დაიხუროს. უნდა დამთავრდეს საუბარი პოლიტიკურ დევნაზე და პოლიტიკურ პატიმრებზე“,- ასე გამოეხმაურა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო  გადაწყვეტილებას  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

ბოკერიას თქმით, მერაბიშვილის გათავისუფლება ქვეყნის იმიჯის საკითხია და ამავე დროს, ხელისუფლების ინტერესებშიც შედის.

„ეს არ გახლავთ რომელიმე ცალკეული პატიმრის ინტერესი, ცალკეული პოლიტიკური ძალის ინტერესი, ეს არ არის შიდა პოლიტიკური ბრძოლის საგანი. ეს არის ქვეყნის მომავლის ნორმალური დემოკრატიული ტრადიციის, ქვეყნის იმიჯის საკითხი. ეს შედის ყველა ჩვენგანის ინტერესებში. ეს შედის დღეს ვინც ხელისუფლებაშია იმათ ინტერესებში, რომ როცა დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა მოხდება, წარსულს ჩაბარებული იყოს პოლიტიკური ნიშნით დევნა. საქართველო არასდროს აღარ უნდა დაბრუნდეს ამ პოსტსაბჭოთა ჭაობში“, - განაცხადა  გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე მე-18 მუხლის დარღვევა ძალაში დატოვა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics