|
2017-11-27 17:18:41, 1934 ნახვა
ეკონომიკა
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს
Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღევანდელი დღის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და მისი შეძენა 2.7162 ლარად არის შესაძლებელი. გამოცემის ვებგვერდზე განთავსებული ინფომრაციის თანახმად, დღიური მაჩვენებელი ასე გამოიყურება: 2.6950 - 2.7213. გამოცემის ინფორმაციით, Bloomberg-ზე ვაჭრობა დღეს, 1 დოლარი 2.7013 კურსით დაიწყო და 0.78% -იანი გაუფასურება ფიქსირდება. ცნობისთვის, თბილისის დროით 17:00 საათზე 1 დოლარის ღირებულება Bloomberg-ზე 2.7162 ლარია, გუშინ კი, მისი შეძენა 2.6951 კურსით იყო შესაძლებელი და ამავე კურსით დასრულდა. Bloomberg-ის სისტემაში შეთავაზებების ფასის მიხედვით, ნოემბრის თვის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ლარი დოლართან მიმართებაში 2.6344-დან 2.7200-მდე მერყეობდა. ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.7183 ლარი ეღირება. რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.2440 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 3.2112 ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)