|
2017-11-27 15:50:48, 3665 ნახვა
სამართალი
ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ვინაობა ცნობილია
თბილისში, სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ვინაობა ცნობილია - ის საედი დუდაევია. ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებული 2010 წლის ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილე, ეთნიკურად ჩეჩენი სუხო დუდაევი იყო. დაკავებულის საქმეს მოსამართლე გიორგი მიროტაძე განიხილავს, თუმცა როდის გაიმართება პროცესი, ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციისას დაკავებული პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა, რაც დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 20:00 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სინფორმაციით, ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი,ხოლო სამი ლიკვიდირებულია.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)