|
2017-11-27 14:06:29, 1754 ნახვა
ეკონომიკა
აბრეშუმის გზის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე, სიტყვით ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ერბოლატ დოსაევი გამოვა
28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე „დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი“ მისასალმებელი სიტყვით ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ერბოლატ დოსაევი გამოვა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ერბოლატ დოსაევი ყაზახეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა. 1987 წელს დაამთავრა რესპუბლიკის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა პანსიონი ალმა-ატაში. ასევე, დაამთავრა ალმატის ენერგეტიკის ინსტიტუტი და მოსკოვის ბაუმანის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი. 1997 წელს იყო ბანკის TuranAlem საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ATF ბანკის საბჭოს თავმჯდომარე; 1998 წელს იყო ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი; 1998 წელს - ყაზახეთის ენერგეტიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე; 2000 წ. - ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე; 2001-2003 წლებში - ყაზახეთის რესპუბლიკის სააგენტოს თავმჯდომარე, ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირების, მცირე ბიზნესის კონკურენციისა და მხარდაჭერის საკითხებში. 2003-2004 წლებში - ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი; 2004-2006 წწ. - ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი; 2006-2012 წწ. - KazInvestBank-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ყაზახეთის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრი, ყაზახეთის ეკონომიკისა და საბიუჯეტო დაგეგმარების მინისტრი და ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრი. 2016-2017 წწ. - ეროვნული ჰოლდინგის Baiterek თავმჯდომარე. http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/welcoming-panel/242-he-erbolat-dossaev
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)