|
2017-11-24 14:17:39, 1920 ნახვა
ეკონომიკა
საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით არსებული ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს
საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში რეგისტრირებულ დღგ-ის გადამხდელებს, რომლებიც საქართველოში არ ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას და არ აქვთ მუდმივი დაწესებულება დადგენილი წესით დაუბრუნდებათ საქართველოში დღგ-ის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა. ცვლილება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში დაფუძნებულ ბიზნესებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას; იმიჯნება აქციზით დაბეგვრის ობიექტი სპირტიან სასმელებზე. კერძოდ, ეთილის სპირტად ჩაითვლება ყველა სასმელი, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 22%-ს; აქციზისაგან გათავისუფლდება ფარმაცევტული პროდუქციის საწარმოებლად გამოყენებული საქონელი; იცვლება მგზავრთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას პირადი ბარგით შემოტანილი აქციზური საქონელის დამატებული ღირებულების გადასახადის, იმპორტის გადასახადის და აქციზისაგან გათავისუფლების რაოდენობრივი ლიმიტები და იგი შესაბამისობაში მოდის ევროკავშირში დადგენილ ლიმიტებთან. აღსანიშნავია, რომ იმპორტი უნდა ხორციელდებოდეს პირადი მოხმარების მიზნით და არ უნდა ჰქონდეს სამეწარმეო ხასიათი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)