|
2017-11-24 12:58:39, 1777 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: 2018 წელს რეფორმების გარდა, ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ხარისხობრივ ნაწილში
2018 წელს რეფორმების გარდა, ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ხარისხობრივ ნაწილში, რათა არსებული პროცესები გახდეს უფრო დახვეწილი და თანამედროვე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან გამართულ შეხვედრაზე. მისი თქმით, ბიზნესის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იმ რეფორმამ, რომელიც 2018 წელს იგეგმება და ეხება დღგ-ის დაბრუნების ავტომატიზებული სისტემის დანერგვას. „ეს საკითხი თოთოეული მეწარმისთვის ძალიან აქტუალურია და მოხარული ვარ, რომ მივიღეთ დადებითი უკუკავშირი ამ მიმართულებით. გარდა ამისა, შეხვედრაზე განვიხილეთ სხვა თემებიც, რომლებიც საჭიროებს დახვეწას და განვითარებას. მივიღეთ კონკრეტული წინადადებები, თუ რა პროცესების გაუმჯობესებაა შესაძლებელი, მაგალითად, საბაჟოს ნაწილში, რომელსაც, რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტრო გაითვალისწინებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. როგორც დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ აღნიშნა, წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტი მისაღებია ბიზნეს გაერთიანებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების საკითხი. „ის ვადები, რომელიც დასახელდა, ხელს შეუწყობს იმას, რომ თანხები მიმართული იყოს ინვესტიციებისა და კომპანიების განვითარებისთვის", - განაცხადა მან. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან გამართული შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მას ბიზნეს გაერთიანების 100-ზე მეტი წევრი დაესწრო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)