22:26 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 16:36:54, 2712 ნახვა

ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსის“ განახლებული ფილიალი თელავში

თელავში, ვარდისუბნის წრიულ მოძრაობასთან, „თეგეტას“ განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნება, სადაც მომხმარებელს დახვდება  უმაღლესი ხარისხის მომსახურება, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქცია, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო.

სერვის ცენტრის განახლების პროექტში 200 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და 30-მდე ადგილობრივი დასაქმდა, რომლებმაც პროფესიული გადამზადება გაიარა თეგეტა აკადემიაში. სერვის ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და შეუძლია დღის განმავლობაში 40-მდე ავტომობილს მოემსახუროს.

თელავის განახლებულ  ფილიალში მომხმარებელს საშუალება ექნება ისარგებლოს შემდეგი სახის სერვისებით: ვულკანიზაცია, სავალი ნაწილის შეკეთება,  ელ. სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება, ძრავის დიაგნოსტირება და შეკეთება, ზეთის შეცვლა ძრავსა და გადაცემათა კოლოფში და სხვა.

„თეგეტას“ ცენტრებში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.  ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის.  

„თეგეტა“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა“ არის საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების  მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. აქ წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის გამართული მუშაობის და უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა. დღეისათვის „თეგეტა“ საქართველოს მასშტაბით 22 ფილიალით არის წარმოდგენილი.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics