|
2017-11-21 11:45:24, 1942 ნახვა
ეკონომიკა
„shop.tegetamotors“ - „თეგეტა“ მომხმარებელს ახალ ონლაინ კატალოგს სთავაზობს
„თეგეტამ“ მრავალფუნქციური პორტალი „shop.tegetamotors“ შეიმუშავა, რომელიც პრაქტიკული პლატფორმაა მომხმარებლისთვის და წარმოადგენს ავტოსათადარიგო ნაწილების ონლაინ კატალოგს. დღეისათვის კატალოგში წარმოდგენილია საბურავების და აკუმულატორების სრული ასორტიმენტი. ონლაინ კატალოგის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს სასურველი პროდუქტი, მოიძიოს რომელ ფილიალში და რა ფასადაა მისი შეძენა შესაძლებელი. კატალოგის ნახვა შესაძლებელია მისამართზე shop.tegetamotors.ge მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ. „თეგეტა ქარდის“ მფლობელები კი პროდუქციის ფასს მათი ბარათის შესაბამისი ფასდაკლებით იხილავენ. უახლოეს მომავალში საიტზე იგეგმება „თეგეტას“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი სრული პროდუქციის განთავსება, როგორც ავტო სათადარიგო ნაწილების, ასევე საავტომობილო აქსესუარების მიმართულებით. „თეგეტა“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილის სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)