|
2015-05-06 15:33:10, 400 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მეუღლესთან და თანმხლებ პირებთან ერთად დუშეთის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველო მოინახულა. გიორგი მარგველაშვილმა ეკლესიისკენ გზა ქართული ტელევიზიების წარმომადგენლებთან ერთად გაიარა. ქვეყნის პირველ პირს ჟურნალისტები მსვლელობისას არაფორმალურ გარემოში გაესაუბრნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მოისმინეს. საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში სანთლები დაანთეს და საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცეს. „მინდა მივულოცო ყველას, მთელ საქართველოს გიორგობის დღესასწაული. წმინდა გიორგი ძალიან მნიშვნელოვანი წმინდანია ჩვენთვის. ის არ იყო მხოლოდ მებრძოლი, არამედ მან შეძლო სულიერებით მასზე ფიზიკურად ბევრად უფრო ძლიერი ადამიანების დამარცხება. გარკვეულწილად ის საქართველოს, ჩვენი ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოც გახდა, რადგან მთელი ისტორიის განმავლობაში, ურთულეს ვითარებაში, როდესაც ფიზიკურად ბევრად ნაკლები ვიყავით მტერზე, ყოველთვის ვიბრძოდით და ამ ჩვენი ძალის უკან ყველთვის იდგა სულიერება. კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელ საქართველოს ამ დღეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგობის დღესასწაული საქართველოს მოსახლეობას მაკა ჩიჩუამაც მიულოცა: „მთელ საქართველოს ვულოცავ ამ დიდი წმინდანის დღესასწაულს. სრულიად საქართველოს ფარავდეს წმინდა გიორგი.“ დღევანდელ ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)