|
2017-11-21 10:52:28, 1611 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე ADB-ის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში იეშიმ ელჰან კაილარს შეხვდა
ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესა და საქართველოში ADB-ის მუდმივ წარმომადგენელს იეშიმ ელჰან კაილარს შორის გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები ტრანსპორტის, წყალმომარაგების, ენერგეტიკის სფეროში. მათ ასევე ისაუბრეს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და იმ რეფორმებზე, რომლებიც ამ გეგმის ფარგლებში ხორციელდება. ძირითადი აქცენტი გაკეთდა სივრცითი განვითარების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტებზე. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის და ადგილობრივი და მეორადი გზების პროექტებზე, რომელთა ნაწილი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ADB-ის საბიუჯეტო დახმარების პროგრამაზე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი მხარდამჭერია მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში. აზიის განვითარების ბანკი წარმოადგენს ერთ-ერთი უმსხვილეს განვითარების პარტნიორს საქართველოსთვის, რომლის პორტფოლიო 2.4 მლრდ დოლარზე მეტია, მათ შორისაა: სახელმწიფო, კერძო სექტორის და ტექნიკური მხარდაჭერის პროექტები. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია, საპენსიო რეფორმის კანონმდებლობა, კერძო-საჯარო თანამშრომლობის კანონპროექტი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ABD-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არის ძალიან მყარი და მას პოზიტიური სამომავლო პერსპექტივა აქვს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)