21:28 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 13:42:37, 1885 ნახვა

ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსმა“ გავლენიანი სარეიტინგო სააგენტოს Fitch-ის რეიტინგი მოიპოვა

„თეგეტა“ გახლავთ პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Fitch -ის რეიტინგის მოპოვება შეძლო. 

გავლენიანი სარეიტინგო ფირმის შეფასებით, ქართული კომპანიის რეიტინგი B- (EXP) შეფასდა, პროგნოზით „სტაბილური“.  თეგეტამ  მოსალოდნელი რეიტინგი ობლიგაციების გამოშვების წინ მიიღო, თეგეტა 30 მლნ ლარის ობლიგაციების გამოშვებას 2018 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე გეგმავს.

რეიტინგის მინიჭებისას Fitch -მა ბაზარზე თეგეტას ლიდერის პოზიცია და ბიზნესის სტაბილური  ზრდა გაითვალისწინა და აღნიშნა, რომ რეიტინგი შეზღუდულია რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენით.

  „თეგეტა“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილის სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics