21:28 - 26 May, 2026
|
2017-11-16 15:45:29, 1841 ნახვა
ეკონომიკა
ოქტომბერში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 20%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის ოქტომბერში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 123.0 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 307.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 20%-ით (20.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.6 პროცენტი მოდიოდა. სებ-ის ცნობით, ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მილიონი აშშ დოლარი (46.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.8 მილიონი აშშ დოლარისა (42.0 მლნ ლარისა) გასული წლის ოქტომბერში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)