|
2015-05-06 12:25:34, 575 ნახვა
საზოგადოება
აჭარის დასაქმების სააგენტოს, შრომის ბაზრისა და დასაქმების ექსპერტი ვულფ შმიდერი ეწვია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს ,,დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმის ტექნიკური დახმარების’’ (EUVEGE) პროექტის ფარგლებში, შრომის ბაზრისა და დასაქმების ექსპერტი ვულფ შმიდერი და ადგილობრივი ექსპერტი ანა დიაკონიძე ეწვია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი დასაქმების სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობის შესწავლა და სააგენტოს ამავე პროექტში ჩართვა იყო. დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კობა ნაკაიძემ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობაზე ესაუბრა. ასევე გააცნო ის პროგრამები და პროექტები, რაც სააგენტომ დღემდე განახორციელა და ახორციელებს. ,,აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოს საქმიანობა დანარჩენი საქართველოს ამავე სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისაგან განსხვავებით მაღალ საფეხურზე დგას და ამ პროექტში აუცილებლად უნდა ჩაერთოს’’, - განაცხადა ვულფ შმიდერმა. აღნიშნული პროექტი 2014-2017 წლებში ხორციელდება და მას ევროკავშირი აფინანსებს (ბუიჯეტი 2.778.200) . EUVEGE - მხარს უჭერს საქართველოს შრომის ბაზრის ჯანსაღი პოლიტიკის განვითარებას, ასევე, პროფესიული განათლების და გადამზადების სფეროს კომპლექსურ მოდერნიზაციას. მისი დევიზია ,,უკეთესი უნარ-ჩვევები უკეთესი სამუშაოსათვის’’
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)