|
2017-11-15 12:00:37, 1964 ნახვა
ეკონომიკა
არჩილ მესტვირიშვილი: თუ ლარის კურსის გადახრა ინფლაციას შეუქმნის საფრთხეს, მონეტარულ პოლიტიკას გავამკაცრებთ
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, თუ ლარის კურსი ფუნდამენტური მდგომარეობიდან დიდი ხნით იქნება გადახრილი და ინფლაციას შეუქმნის საფრთხეს, მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებენ. „მართალია გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, მაგრამ თუ დავინახეთ, რომ ფუნდამენტური მდგომრეობიდან დიდი ხნით იქნება გადახრილი, რამაც შეიძლება ინფლაციას შეუქმნას საფრთხე, მოვახდენთ რეაგირებას, გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას", - განაცხადა მესტვირიშვილმა. კითხვაზე, რას მოიმოქმედებს ეროვნული ბანკი იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორები, როგორც ახლა აცხადებენ, გაზრდიან ფასებს, მესტვირიშვილი ამბობს, რომ ამაზე რეაქცია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იქნება. "თუ ვინმე ზედმეტად გაზრდის ფასს, მათ შორის იმპორტიორი და ეყოლება ადგილობრივი ჩამნაცვლებელი, ადრე გვახსოვს, რომ გაზარდეს ფასები და შემდეგ მოუწიათ ისევ შემცირება, ბუნებრივია, ამასთან გვექნება საქმე. დამატებით, დღეს ვაპირებთ გამოვაქვეყნოთ ბლუმბერგში ბანკების მონაწილეობა. ხშირად გვესმის, რომ ამ სისტემაში ორი ბანკი ახდენს გავლენას და ამის საპასუხოდ ვაპირებთ კონკრეტული ინფორმაცია გამოვაქვეყნოთ", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)