|
2017-11-15 11:55:02, 1970 ნახვა
ეკონომიკა
მესტვირიშვილი აცხადებს, რომ ლარი საზოგადოებაში არსებული მოლოდინების გამო უფასურდება
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ფუნდამენტური ფაქტორი, რაც ლარის სიმყარეს განაპირობებს, პოზიტიურია. მესტვირიშვილი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კურსის სტაბილურობაზე გავლენას საზოგადოებაში არსებული მოლოდინები ახდენს: "კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და ამ ბაზრისათვის დამახასიათებელია ცვალებადობა. რაც შეეხება თვითონ კურსზე მოქმედ ფაქტორებს, ბევრჯერ გავაკეთეთ კომენტარი, მათ შორის არის დეტალური ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული. ფუნდამენტური ფაქტორი, რაც ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნეთ, არის პოზიტიური, მოლოდინების გამო არის გამოწვეული ეს ქცევა და რასაც ვხედავთ, იმპორტიორები, ვინც ადრე, იანვარ-თებერვალში ყიდულობდა ვალუტას, დაიწყეს შესყიდვა ჯერ კიდევ აგვისტოდან და ეს არის გააქტიურებული, რაც ასევე მოლოდინებთან არის დაკავშირებული”,-აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა. ცნობისთვის, ოფიციალური კურსით 1 დოლარი დღეს 2.6830 ლარი ღირს, ევრო კი, 3.1437. რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, აქ დოლარის ფასი 2.69-დან 2.72 ლარამდე მერყეობს, ხოლო ევროს შეძენა 3.15-3.21 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)