|
2015-05-06 11:36:51, 391 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას 10 000 ლარით დააფინანსებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2016-2019 წლების პროგრამების საშუალოვადიანი გეგმის საჯარო განხილვა დაიწყო. სამინისტრომ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა და დასაქმების სააგენტომ 4 წლიანი სამოქმედო გეგმა არასამთავრობო სექტორს, სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს და სერვისების განმახორციელებლებს წარუდგინა. გეგმის თანახმად 2016 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით 641 202 ლარით გაიზრდება და 9 630 000 ლარი იქნება. „მომავალ წელს სამინისტრო და საქვეუწყებო დაწესებულებები 18 პროგრამას განახორციელებენ. ამოქმედდება ახლი პროგრამა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების რეაბილიტაციისათვის. 10 000 ლარით დაფინანსდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპრაცია. გაიზრდება კარდიო ქირურგიისა და სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამების ბიუჯეტი. განსაკუთრებულ შემთხვევებში სამედიცინო დახმარების პროგრამას ბენეფიციარებად დაემატება ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი ქალები“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. 2016 წლის პროგრამების დამტკიცებამდე სამინისტრო დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრას რამდენჯერმე გამართავს.
საშუალოვადიანი გეგმის სრული ვერია
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)