|
2017-11-10 17:11:40, 2007 ნახვა
ეკონომიკა
ევროკომისია DCFTA-ის ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებს
ევროკომისიის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით განსაზღვრულ ვადებში. ანგარიშში საუბარი შეეხება იმ პროგრესს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით იქნა მიღწეული. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საკანონმდებლო დაახლოების კუთხით საქართველომ წარმატებული ნაბიჯები გადადგა დადგენილ ვადებში. ანგარიშში აღიარებულია ის პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირის ბაზარზე ახალი პროდუქტების შეტანის კუთხით და აღნიშნულია, რომ 2017 წელს ევროკავშირის ბაზარზე თაფლისა და მატყლის შემდეგ დაშვებულ იქნა შავი ზღვის თევზიც. აქცენტი გაკეთებულია იმაზეც, რომ 2016 წელს საქართველო ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის წევრი გახდა, რაც ხელს შეუწყობს სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის ფიტოსანიტარიული კონტროლოს პროგრამის გაუმჯობესებას. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კიდევ ერთი სფერო, სადაც საქართველომ დადებითი შეფასება დაიმსახურა, მომსახურებით ვაჭრობაა. ანგარიშში დადებითაა შეფასებული, რომ საქართველო აგრძელებს კანონმდებლობის მიღებას საფოსტო მომსახურების შესახებ. ამასთან, ხაზგასმულია, რომ კანონმდებლობის მთავარი მიზანია მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბება და უნივერსალური მომსახურების უზრუნველსაყოფად სახსრების მოძიება, რათა დაკმაყოფილებულ იქნას საფოსტო მომსახურების მომხმარებელთა საჭიროებები.
(NS)
თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
პრეზიდენტი მატარელა: იტალია ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)