19:58 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 16:27:14, 2215 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები გააცნო

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის, რეფორმების მიმდინარეობისა და სამომავლო გადაწყვეტილებებისა და პროგნოზების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრას ასოციაციის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი დაესწრო. აღინიშნა, რომ ბიზნესი საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებს პროგნოზებს საქართველოს ეკონომიკის ზრდის შესახებ. ასევე დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ შეხვედრები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან რეგულარულად ტარდება.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა 2018 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტებსა და საგადასახადო კანონმდებლობაზე, აგრეთვე მიმდინარე ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, მათ შორის, საპენსიო სქემისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. ასევე ყურადღება გამახვილდა საჯარო-კერძო პარტნიორობის საკანონმდებლო ჩარჩოზე, რომელიც ამჟამად იხილება.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს ყველაზე მსხვილი ბიზნესის გაერთიანებას წარმოადგენს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
პრეზიდენტი მატარელა: იტალია ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics