|
2017-11-08 18:13:47, 2141 ნახვა
ეკონომიკა
ამ დროისთვის შსს-ს წლიური საბიუჯეტო სახსრების 99%, თავდაცვის სამინისტროსა და სუს-ს კი, 92-92% აქვთ ათვისებული
მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ათვისების ნაწილში თავდაცვის სამინისტრომ - 92%, შინაგან საქმეთა სამინისტრომ - 99%, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა - 92% და დაზვერვის დეპარტამენტმა - 90.2% შეადგინა. აღნიშნული ინფორმაცია ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ თავდაცვისა და უშიშროების სხდომაზე წარმოადგინა, რომელზეც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შედეგების ანგარიში იქნა განხილული. მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს საანგარიშო პერიოდის ფინანსური და მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო და როგორც შემოსავლებზე, ასევე მათ ხარჯვით ნაწილზე დეტალურად ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ცხრა თვის მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7% შეადგინა, წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის 74.6 %-ით შესრულდა ბიუჯეტის გადასახადების ნაწილი, ხოლო ხარჯვითი ნაწილის შესრულებამ წლიური დამტკიცებული მაჩვენებლის მიხედვით 75.5% შეადგინა. რაც შეეხება შემოსულობების მაჩვენებლებს - 9 თვის მონაცემებით იგი 7,186, 235,9 ლარს შეადგენს, რაც პროგნოზირებული მაჩვენებლის 104.8%. ასევე დაგეგმილზე მაღალი მაჩვენებლებია როგორც გადასახადების შესრულების ნაწილში, ასევე გრანტების და სხვა შემოსავლების კუთხითაც. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად, ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში დადებითად შეაფასა.
თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
პრეზიდენტი მატარელა: იტალია ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)