|
2017-11-07 14:15:04, 1215 ნახვა
სამხედრო
აშშ-ში ვიზიტამდე თავდაცვის მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამერიკის ელჩს იან კელის აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, აშშ-საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის სფეროში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. „საქართველოს თავდაცვის რეფორმისთვის აშშ-ის მხრიდან 100 მილიონზე მეტი ამერიკული დოლარი დაიხარჯება, რაც საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას მაღალ ხარისხში აიყვანს“, - თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ლევან იზორია თავდაცვის მდივანს, ჯეიმს მატისს პენტაგონში შეხვდება. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ. ქართული დელეგაციის წევრები, ასევე, კონგრესსა და თეთრ სახლში შეხვედრებს გამართავენ. ამერიკის ელჩთან შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
(NS)
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)