|
2017-11-06 20:40:42, 2101 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოპოლონეთის ეკონომიკურ ფორუმზე დააჯილდოვეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პოლონეთის ეკონომიკურ ფორუმზე დააჯილდოვეს. ,,ინოვაციების დაჯილდოება 2017“- ის სპეციალური ჯილდო სააგენტოს თავმჯდომარეს გიორგი ზვიადაძეს გადაეცა. ვარშავაში ემირატებისა და ევროპის ბიზნესგანვითარებისკლასტერის, ევროპის მწვანე ტექნოლოგიების ალიანსისა და საინვესტიციო მომსახურების სააგენტოს თანაორგანიზებით გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საინვესტიციო მომსახურების ცენტრს შორისთანამშრომლობის მთავარი მიმართულება სტარტაპების მხარდაჭერა და განვითარებაა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძე პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ფორუმის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა თანამედროვე ტექნოლოგიების გადაცემა (ტრანსფერი), ელექტრომობილების განვითარება, სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და სხვა. ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს პოლონეთისა და მისი პარტნიორი ქვეყნების ფინანსური და ეკონომიკური ინსტიტუტების, სამთავრობო სააგენტოების, საინვესტიციო და ბიზნესკომპანიების, ადგილობრივი ხელისუფლების, პოლონეთის რესპუბლიკაში სხვადასხვა ქვეყნების აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)