|
2017-11-06 14:21:27, 1852 ნახვა
კომენტარი
თამაზ მეჭიაური: სასამართლო ხელისუფლება შედგა
„შემიძლია ვთქვა, რომ სასამართლო ხელისუფლება შედგა“, - ასე შეაფასა თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თიანეთში ხელახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე, „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. „არანაირი არგუმენტი მათ არ ჰქონდათ შედეგების გაუქმების, ყირაზე უნდა დაეყენებიათ მთელი კანონმდებლობა, უნდა დაეყენებიათ ცესკოს მთელი საქმიანობა, რადგან სულ ამ წესით თვლიდნენ. ყირაზე უნდა დაეყენებიათ თავისი ზეიმი, ზუსტად იმ კანონით დაიმატეს 4 ხმა, რომელსაც ახლა ასაჩივრებენ, ნაწარმოების პერსონაჟი მგონია თავი, 7-ჯერ ესროლა და 7-ივე ააცილაო, 6 ააცილა და მე-7 დარჩა“, - აღნიშნა მეჭიაურმა. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თიანეთის მერობის კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ქიტესაშვილი თიანეთში არჩევნების მეორე ტურის გამართვას ითხოვდა. ამ დროის მდგომარეობით, თიანეთის არჩევნებში გამარჯვებულად კვლავ თამაზ მეჭიაური ითვლება. ცნობისთვის, 27 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმად, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური გამოდის. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შეფასებისას, ლელა ქიტესაშვილმა თამაზ მეჭიაურს თიანეთის მერის თანამდებობაზე წარმატებებიც უსურვა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მეორე ტურის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა. აღნიშნული მოთხოვნა ცესკომ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მან ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)