23:27 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 10:18:18, 2127 ნახვა

მსოფლიო
ბელგიის სასამართლომ კარლეს პუჩდემონი გაათავისუფლა

ბელგიის სასამართლომ კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი და 4 ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, პუჩდემონი და კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრები დაპატიმრების შესახებ ევროპული ორდერის აღსრულებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე გათავისუფლდნენ.

მედიის ცნობით, კატალონიის გენერალიტეტის ყოფილი წევრების სასამართლო პროცესი 10 საათის განმავლობაში გაგრძელდა. პუჩდემონი და კატალონიის 4 მინისტრი თავისუფლები მანამდე დარჩებიან, სანამ ესპანეთის მიერ გაცემულ დაკავების ორდერთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ. გარდა ამისა, ხუთივეს ბელგიის ტერიტორიის დატოვების უფლება არ აქვს და მომდევნო 15 დღის განმავლობაში სასამართლოში უნდა გამოცხადდნენ. 

ცნობისთვის, პუჩდემონი და მისი 4 მრჩეველი ბელგიის პოლიციას 5 ნოემბერს ჩაბარდნენ. მანამდე კი, ესპანეთის სასამართლომ მათი დაკავების ევროპული ორდერი გასცა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics