19:01 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-04 11:24:29, 1821 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: 2018 წელს დევნილთა და მიგრანტთა 2 220 ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდება

2018 წელს სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე ახალი საცხოვრებელი კორპუსებში საცხოვრებელი ბინა დევნილთა 1230-მდე ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის  განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთვის 2018 წელს გამოყოფილია 96.0 მლნ ლარამდე, მათ შორის დევნილთა განსახლების ღონისძიებებისათვის 82 მლნ ლარი.

"გარდა ამისა, საცხოვრებლით დაკმაყოფილდება ეკომიგრანტთა 120 ოჯახი, ხოლო საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფილი იქნება 20 ოჯახი. ასევე 60-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა ქართველი მენაშენეებისაგან შესყიდული ბინა, 630 ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა საცხოვრებელი სახლი სოფლად, ხოლო 50 ოჯახი დაკმაყოფილდება გრძელვადიანი საცხოვრებლით. ბიუჯეტით 110 დევნილ ოჯახს 20 ათასი ლარის ფარგლებში იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით გაეწევა ფულადი დახმარება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, სულ 2018 წელს 2 220 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებლით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics