|
2017-11-04 10:41:37, 1812 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამებზე ისაუბრა
პარლამენტში გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 2018 წლის ბიუჯეტით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამებისთვის 37,4 მლნ ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. აღნიშნული თანხით დაფინანსდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი, რომელიც მოიცავს კრედიტის თანადაფინანსებას, კინოინდუსტრიის და სასტუმრო ბიზნესის ხელშეწყობას, ლიზინგის დაფინანსებას, აგრეთვე ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამებს, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი ექსპორტიორების მხარდაჭერას საერთაშორისო გამოფენების, სავაჭრო მისიების და ფორუმების მონაწილეობის მიმართულებით. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, 2017 წლის 9 თვეში გაფორმდა ხელშეკრულება 70 ბენეფიციარ კომპანიასთან კრედიტისა და ლიზინგის საგნის პროცენტის თანადაფინანსებზე. სესხის მოცულობამ შეადგინა 93.5 მლნ ლარი, ხოლო კომპანიების მხრიდან განსახორციელებელი ჯამური ინვესტიციის მოცულობამ გადააჭარბა 120.0 მლნ ლარს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)