|
2017-11-03 14:46:24, 1899 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ყველა რეფორმა ორიენტირებულია ქვეყანაში დანაზოგების ზრდაზე
„ჩვენ საერთაშორისოდ აღიარებული რეფორმატორი მთავრობის ძალიან მაღალი სტატუსი გავქვს," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. ასევე დასახელდა კაპიტალის ბაზრის რეფორმა, ფისკალური რეფორმა, საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარება, დეპოზიტების დაზღვევა, აღრიცხვის რეფორმა, გადახდისუუნარობის რეფორმა, მიწის რეფორმა, საჯარო ფინანსების მმართველობის რეფორმა, საჯარო ინვესტიციების მართვის რეფორმა, ლარიზაცია და სხვა. მან ჩამოთვალა ის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ან სამომავალოდ გეგმავს მათ გატარებას. "საპენსიო რეფორმა იქნება უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი დანაზოგების ზრდისთვის. იგი წარმოქმნის ლარის მნიშვნელოვან მოცულობის რესურსს. ყველა რეფორმა ორიენტირებულია ქვეყანაში დანაზოგების ზრდაზე", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)