17:57 - 26 May, 2026
|
2017-11-03 13:18:39, 2055 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: 2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს - შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს - შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ორიენტირებულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასა და ქვეყნის მშენებლობაზე. „ჩვენ თანამიმდევრულად განვაგრძობთ იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ 2016 წლის ბოლოს, მიმდინარე - 2017 წლის ბიუჯეტის წარდგენისას. ამ პოლიტიკის მიზანია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)