23:01 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 15:21:42, 2504 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი შეუსაბამო სექსუალურ ქცევაში დადანაშაულების შემდეგ გადადგა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი, შეუსაბამო სექსუალური ქსევის ბრალდების გამო, თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც ფელონმა აღნიშნა, მან ვერ დაიცვა ის მაღალი სტანდარტები, რომლებსაც თანამდებობა სთხოვდა.

ფელონის თქმით, ის რაც 15-10 წლის წინ ნორმალური იყო, ახლა მისაღები აღარაა.

"ბოლო დროის განმავლობაში, ჩემი მისამართით რამდენიმე ბრალდება გაჟღერდა. მათი ნაწილი უსაფუძვლოა და დეზინფორმაციაა. თუმცა ვაღიარებ წარსულში სათანადოდ არ მოვქცეულვარ. ეს ქმედება არ შეესაბამებოდა ჩემს სამხედრო წოდებას, რომლის ტარების დიდი პატივი მქონდა. გავაკეთე დასკვნა და მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე", - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

ცნობისთვის, გადადგომამდე ერთი დღით ადრე, სერ მაიკლ ფელონის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ 2002 წელს, ვახშამზე ჟურნალისტ ჯულია ჰარტლი-ბრიუვერის მუხლზე ხელის დადების გამო, ფელონმა მისგან შენიშვნა მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics