20:21 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 19:46:15, 3020 ნახვა

სამართალი
უკრაინაში მეგის ქარდავა დააკავეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში დააკავეს, - ამის შესახებ Frontnews.eu იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქარდავა ივანო-ფრანკოვსკში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.

უკრაინაში საქართველოს ელჩის გელა დუმბაძის განცხადებით, მან ქარდავას დაკავების შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყო.

„საკონსულოს მივეცი დავალება, რომ ინფორმაცია გადაამოწმონ", - განაცხადა დუმბაძემ.

შეგახსენებთ, რომ მეგის ქარდავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2012 წელს, მთავრობის შეცვლის შემდეგ, ქარდავას წინააღმდეგ საქმე რამდენიმე მუხლით აღიძრა.

ერთ-ერთი ბრალდების თანახმად, მეგის ქარდავა შუამავლის მეშვეობით რუსეთის ფედერაციაში, მოსკოვში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას დაუკავშირდა და გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა. „2012 წლის 21 მაისს,  მოსკოვში ოთხკაციანმა ჯგუფმა აღნიშნული მკვლელობა გარკვეული თანხის სანაცვლოდ განახორციელა.  ოთხივე  პირი სასჯელს რუსეთის ფედერაციაში იხდის, ხოლო შუამავალი საქართველოში იქნა დაკავებული და იგი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. რომან დუმბაძე  2004 წლიდან სასჯელს იხდიდა საქართველოში სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. 2008 წლის 27 აგვისტოს  იგი შეწყალებული იქნა საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის განკარგულებით",-აცხადებენ სუს-ში.

 სასამართლომ მეგის ქარდავას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics