23:00 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 13:31:57, 2368 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის ხელისუფლებამ ამერიკელებს რუსებთან ერთად ნავთობის მოპოვება აუკრძალა

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს რუსებთან ერთად იმ პროექტებში მონაწილეობა აუკრძალა, რაც ნავთობის მოპოვებას უკავშირდება, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია უწყების განკარგულებაზე დაყრდნობით იუწყება.

შესაბამისი აკრძალვა შეეხება როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებსაც, რომლებიც უკვე შესულია, ან შეიძლება შევიდეს აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების სიაში. გარდა ამისა, შეზღუდვები შეეხება იმ პროექტებს, რომლებიც მომავალი წლის 29 იანვრიდან დაიწყება.

ამასთან, განკარგულებაში მითითებულია აკრძალული თანამშრომლობის ფორმები. ესენია: ექსპორტირება, საქონლის რეექსპორტირება, გეოლოგიურ კვლევებში მომსახურება და ტექნოლოგიების გამოყენებაც.

უწყებაში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინაში შექმნილი კონფლიქტის გამო მიიღეს.

ცნობისთვის, ამერიკამ სანქციები ირანის წინააღმდეგაც გააფართოვა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება თეირანის მხრიდან შესაძლო საფრთხის არსებობას უკავშირდება.

განკარგულება 2017 წლის 31 ოქტომბრით არის დათარიღებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics