01:54 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 11:59:57, 2138 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: სისულელეა, რომ დამაპატიმრებენ, რადგან ამის არც რესურსი აქვთ, არც ძალა და არც შემსრულებლები ჰყავთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინას მისი დაპატიმრების რესურსი არ გააჩნია.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია, მისი შესაძლო დაკავების შესახებ "სისულელეა".

"აბსოლუტური სისულელეა ის, რომ მე, შესაძლოა, უახლოეს დღეებში დამაპატიმრონ. ამისათვის მათ არც შესაბამისი რესურსები გააჩნიათ, არ შესაბამისი ძალა აქვთ და არც შემსრულებელი ჰყავთ. უკრაინაში აქტიურად ხორციელდება ხელისუფლების ჩამოშლის პროცესი. ყველა უწყება თავისთვის მუშაობს. ქვეყნის პრეზიდენტი და შს მინისტრიც კი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შს მინისტრის შვილი დააკავეს. უკრაინაში ყველაფერ ჩამოიშალა", - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მისი ექსტრადირება არ გამორიცხა, თუმცა დასძინა, რომ ეს მხოლოდ შეიძლება მხოლოდ არაკანონიერი გზით მოხდეს.

"მათ ერთადერთი გამოსავალი აქვთ - გამიტაცონ, ჩამტენონ თვითმფრინავში და თბილისში გამომიშვან. თუმცა ამას მოჰყვება ხალხის პროტესტი, რომლებიც ხელისუფლებას გადადგამენ. შემდეგ ეს გამოიწვევს საქართველოდან ოლიგარქ ივანიშვილის განდევნასაც", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics