16:54 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 19:10:06, 2245 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში უზნაძის ქუჩაზე სასტუმრო აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში   თბილისში, დ. უზნაძის ქუჩა N14–ში მდებარე  სახელმწიფო  ქონება 1 960 000 ლარად ელექტრონულ აუქციონზე გაყიდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  აუქციონის პირობების მიხედვით კომპანია სულ მცირე 120 ნომრიან სასტუმრო-კომპლექსს მოაწყობს რისთვისაც არანაკლებ 6 500 000 დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

უწყების ცნობით,  პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ერთი წლის შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა ადგილებში, გაყიდულია 26 602 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 58 200 000 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ინვესტორებს  შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მასშტაბით უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და უპასუხონ ტურიზმის დარგში დაფიქსირებულ გაზრდილ მოთხოვნას.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics