|
2017-10-31 12:22:44, 2041 ნახვა
ეკონომიკა
„პაშა ბანკის“ მხარდაჭერით, მეორე CEO Lunch Tbilisi გაიმართა
27 ოქტომბერს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში CEO Lunch Tbilisi-ის მეორე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო ოთხმოცამდე სტუმარი საქართველოს და აზერბაიჯანის ბიზნეს და სამთავრობო სექტორებიდან. CEO Lunch Tbilisi-ის ფარგლებში აზერბაიჯანული და ქართული კომპანიების დირექტორთა შეხვედრები იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი კომპანიები არიან Caspian European Club, Caspian American Club და Georgian Company Caspian Energy Georgia, ხოლო მხარდამჭერი - პაშა ბანკი სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა და გააცნო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები. ეკატერინე მიქაბაძემ, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა გააკეთა ვრცელი პრეზენტაცია, სადაც მიმოიხილა საქართვველოს ეკონომინიკური მონაცემები და ისაუბრა საგადასახადო პოლიტიკაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. პაშა ბანკის ფინანსურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა ჩინგიზ აბდულაევმა დამსწრეებს პრეზენტაციის სახით წარუდგინა პაშა ბანკის პროექტები და ხაზი გაუსვა CEO Lunch Tbilisi-ის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეების დაახლოვებისთვის. დამსწრეებს სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები სასიკეთოდ წაადგება ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას და კონტაქტების დამყარებას. აქვე Caspian European Club-ის და Caspian American Club-ის გენერალურმა დირექტორმა ტელმან ალიევმა დააანონსა რიგით მეხუთე საერთაშორისო ღონისძიება „Caspian Energy Forum“, რომელიც 2018 წლის მარტში საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართება. აღნიშნული ფორუმის საორგანიზაციო ნაწილს გაუძღვებიან Caspian European Club, Caspian American Club და Georgian Company Caspian Energy Georgia. CEO Lunch Tbilisi-ის წლის ბოლო, რიგით მესამე შეხვედრა, 24 ნოემბერს გაიმართება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულებს: URL: www.caspianenergy.net; www.caspianenergy.org; www.caspianenergyforum.com E-mail: info@caspianenergy.net; info@caspenergy.com
(R)
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)