|
2017-10-30 16:34:02, 1119 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორიამ ფინელ კოლეგას უმასპინძლა
საქართველოს სკანდინავიის ქვეყნებიდან პირველად ფინეთის თავდაცვის მინისტრი სტუმრობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინელ კოლეგას იუსი ნიინისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს. უწყების ცნობით, ფინეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების ფონზე ფინეთის თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, მხარეებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტოტალური თავდაცვა იყო. როგორც ლევან იზორიამ განმარტა, ფინეთი ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა, რომელსაც გამართული წვევამდელების, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა გააჩნია. იზორიას თქმით, საქართველო მომავალ წელს რეზერვის სისტემის საპილოტე პროგრამის ამოქმედებას იწყებს და ამ მხრივ ფინეთის გამოცდილების გაზიარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. თავის მხრივ, იუსი ნიინისტომ საქართველოს თავდაცვის უწყებაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენა გონივრულ გადაწყვეტილებად შეაფასა და აღნიშნა, რომ ფინეთი და საქართველო შედარებით მცირე ზომის ქვეყნებია და უსაფრთხოების გარემოში ცვლილებებს დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ. იუსი ნიინისტომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ფინეთის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კი, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი ქვეყნების ინიციატივის ფორმატზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს ფორმატი საქართველოს ფინეთთან და ფორმატის სხვა წევრ ქვეყნებთან ინტენსიური თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს.
(NS)
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)