|
2015-05-04 12:43:25, 884 ნახვა
ეკონომიკა
აპრილში ტრანსპორტი, ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აპრილის თვის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. 2015 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,3 პროცენტი შეადგინა. სამომხმარებლო კალათაში შემავალი გარკვეული საქონლისა და მომსახურების ღირებულება გაძვირდა. მათ შორის ტრანსპორტი, ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო. საქსტატის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა 1,8 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,20 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,7 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2,1 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 1,0 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფზე (1,7 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0,3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-2,7 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-2,6 პროცენტი). ამასთან ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (5,2 პროცენტი). რაც შეეხება ყოველწლიური ინფლაციის მაჩვენებელს, 2015 წლის აპრილში 2014 წლის აპრილთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2,5 პროცენტი შეადგინა. აპრილში გარკვეული საქონლისა და მომსახურების ღირებულება გაძვირდა, მათ შორის სურსათი და ჯანმრთელობის დაცვა.
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)