21:46 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-28 15:56:26, 2611 ნახვა

მსოფლიო
ავღანეთში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ნატო-ს ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ნატო-ს სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, - ამის შესახებ AP იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი პროვინცია ლოგრში, პარასკევს საღამოს მოხდა.

მედიის ცნობით, დაღუპული ამერიკელი სამხედრო იყო. მან ვერტმფრენის ჩამოვარდნის დროს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო, რის გამოც, მისი გარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდა ამისა, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის კიდევ 6 წევრი დაშავდა. ისინი ადგილობრივ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მომხდარს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლობა უკვე გამოეხმაურა. მათი განცხადებით, შეუძლიათ ნამდვილად თქვან, რომ ვერტმფრენი არ ჩამოუგდიათ. კატასტროფის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics