|
2017-10-25 19:14:21, 2166 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნეს კაფეს მეთორმეტე შეხვედრა
24 ოქტომბერს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ბიზნეს კაფეს რიგით მეთორმეტე შეხვედრა გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „LIVE“-ის დამფუძნებელი ალექს ჩიქოვანი ესაუბრა თემაზე “პირველიდან დღემდე - ქართული ღვინის კომერციული ისტორია“ “ბიზნეს კაფე არის ადგილი, სადაც გამოცდილ ადამიანებს შეიძლება გაუზიარო შენი გამოცდილება, ცოდნა და გაიგო მათი აზრი კონკრეტული საკითხისადმი. ეს არის საქმიანი და საქმეზე საუბრის ინტერაქტიული ფორმატი, სადაც ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა და სხვადასხვა შეხედულების გაზიარება. 21 საუკუნეში ბიზნესი დგას ბრენდზე, ბრენდის შენება და მართვა საქმის წარმოების კულტურაა და ამის გარეშე შეუძლებელია მდგრადი ბიზნესის შექმნა. ბრენდინგი სტრატეგიაა, სტრატეგია ბრენდინგია, რაც გულისხმობს საღ აზრზე დაფუძნებულ ბიზნესის მართვის ხელოვნებას.“ თქვა ალექსი ჩიქოვანმა. ბიზნეს კაფეს შესახებ: ბიზნეს კაფე საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2015 წლიდან პაშა ბანკის პარტნიორობით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს რეგულარულად ესწრებიან საშუალო და მსხვილი კომპანიების მენეჯერები. აქ ხდება ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების და სიახლეების, ასევე გამოცდილების და ცოდნის გაზიარება. პროექტი გამოირჩევა მრავალფეროვანი თემატიკით და ინტერაქტიული ფორმატით, რაც განაპირობებს მის მიმართ მზარდ ინტერესს. 2017 წლიდან პროექტს სპონსორების სახით შეუერთდნენ კომპანიები ეისითი და ორიენტ ლოჯიკი. ბიზნეს კაფეს შეხვედრების სპიკერებს შორის იყვნენ: - ლადო გურგენიძე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად „ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე -“აზრები მენეჯმენტსა და ლიდერობაზე” - გიორგი ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი - „ინოვაციების მართვა“ - ალექსანდრე ჯეჯელავა, ამჟამად საქართველოს განათლების მინისტრი - „ორგანიზაციული კულტურა“ - დავით გოგიჩაიშვილი, “ღამის შოუს სტუდიის” გენერალური მენეჯერი - „ადამიანური რესურსების მართვა“ - ანდრო დგებუაძე, ბიზნეს კონსულტანტი - „მენეჯმენტი 3.0, ანუ უკუღმა წაკითხული MBA -ს წიგნები“ - პაპუნა ტოლიაშვილი, სინერჯი ჯგუფის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი - „წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები“ - თინათინ რუხაძე, კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია “ეისითის” თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - „ვინ არის მომავლის ლიდერი?“ - გუგა ცანავა, ბიზნეს კონსულტანტი და ანტერპრენიორი - “სტენფორდის სტრატეგიული მართვის მოდელი” - საშა ტერნესი, კომპანია TERNES Real Estate Fund-ის დამფუძნებელი და პროკრედიტ ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი - „ორგანიზაციული კულტურა, ბიზნეს ეთიკა და კორპორატიული მართვა“ - გიორგი ქანანაშვილი, ანტერპრენიორი - „ფინანსურ ტექნოლოგიებსა და გამოწვევებზე“ - ლევან ბახია, „სარკე სტუდიოს“ დამფუძნებელი - „სარკეში“ არეკლილი რეალობა - მარკეტინგული, მენეჯერული და ფილოსოფიური გამოღვიძება“.
(R)
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)