01:16 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 16:57:12, 2205 ნახვა

კომენტარი
მეუფე დიმიტრი: სოსო ოხანაშვილის სიძეობა თავსატეხად მექცა, ის არის დამოუკიდებელი, თვითნება და თვითმარქვია

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის მიერ ჩვენების მიცემას გამოეხმაურა.

როგორც მეუფე დიმიტრიმ აღნიშნა, ოხანაშვილს საქართველოს ტერიტორიის დატოვების შემდეგ რამდენჯერმე ესაუბრა.

„ოხანაშვილის სიძეობა თავსატეხად მექცა. ის არის ზრდასრული, დამოუკიდებელი, თვითნება, თვითმარქვია. ვინც გვიცნობს და იცის ჩვენი ურთიერთობა, ხშირად გვქონია საუბარი მის უხეშობაზე ადამიანებთან ურთიერთობაში, რაზეც მეუბნებოდა, სამსახური მაქვს ასეთიო. მე მას ვესაუბრე სასამართლოზე მიცემული ჩვენების შესახებ. მან თქვა, რომ ვერ გავავრცელებდი, რადგან ვარ უცხოეთში და მოსთხოვეთ მათ, ვინც სასამართლოზე იყოო. მართალი გითხრათ, მეც გაოცებული ვარ, რა კავშირშია პატიმრების შეწყალება, მჩხიბავობა და ციანიდის საკითხი - ვერ ვაკავშირებ“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

კითხვაზე - სად იმყოფება ახლა სოსო ოხანაშვილი, მეუფე დიმიტრიმ აღნიშნა, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს.

„რუსეთშიც და უკრაინაშიც იყო ჩასული. რამდენჯერმე ვესაუბრე. ეს საუბრები ჩემი ინიციატივით მოხდა, რადგან კითხვები გამიჩნდა. ის მეუბნება, რომ არაფერ შუაში არ ვარო“, - განაცხადა მეუფემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics