01:15 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 14:09:27, 2345 ნახვა

კომენტარი
მეჭიაური: გავალ აქედან და თითო ჭიქას დავლევ ბიჭებთან ერთად კაპოტზე

„სასამართლომ გამოასწორა ის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა საოლქო სარჩევნო კომისიამ“,-ასე გამოეხმაურა თიანეთის მერობის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი თამაზ მეჭიაური მცხეთის რაიონული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას:

„გავიმარჯვე მე პირველივე ტურში. სასამართლომ გამოასწორა ის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა საოლქო სარჩევნო კომისიამ. გავალ აქედან და თითო ჭიქას დავლევ ბიჭებთან ერთად კაპოტზე“,-აღნიშნა მეჭიაურმა.

თიანეთის მე-20 უბანზე ხელახალი არჩევნები აღარ ჩატარდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

სასამართლომ ის განკარგულებაც გააბათილა, რომლის საფუძველზეც, თიანეთის საოლქო კომისიამ  ბიულეტენები თავიდან დაითვალა.

შესაბამისად, არჩევნებში გამარჯვებულად თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური ითვლება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics