21:15 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 11:44:26, 2361 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი კიევში მიმდინარე აქციას შეუერთდა და კარავში დასახლდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში, უმაღლეს რადასთან მიმდინარე აქციას შეუერთდა და კარავში დასახლდა, - ამის შესახებ 112.UA იუწყება.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის ბოლომდე ბრძოლას აგრძელებს. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა აქციაზე თბილი სამოსი მიიტანა.

მედია საშუალების ინფორმაციით, კარავთან რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, დაცვა დგას და შიგნით არავის უშვებს. სააკაშვილის თქმით, კარავში სამუშაო თათბირები იმართება. ის ასევე ლვოვის მერს და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ელოდება.

კიევში, უმაღლეს რადასთან საპროტესტო აქცია, რომელიც სააკაშვილის მიერაა ორგანიზებული 17 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. მომიტინგეები პარლამენტისგან დეპუტატთა ხელშეუხებლობის გაუქმებას, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვენ. ადგილზე რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც 11 აქტივისტი დააკავეს. ისინი ადმინისტრაციული ოქმების შედგენის შემდეგ გათავისუფლდნენ. ამ დროისთვის, პარლამენტთან 100-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი. მათ 60 კარავი გაშალეს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics