21:46 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 11:38:56, 2248 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპს რუსეთის დროშები ესროლეს (ვიდეო)

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის დროშები ესროლეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი კაპიტოლიუმში მოხდა. კერძოდ, როდესაც  ქვეყნის პირველმა პირმა, რესპუბლიკელების ლიდერთან მიტჩ მაკკონელთან ერთად კაპიტოლიუმში ჟურნალისტების წინ ჩაიარა, უცნობმა მამაკაცმა ტრამპს პატარა დროშები ესროლა.

მედიის ცნობით, ვიდეომასალაში მამაკაცის ხმაც ისმის. მან პრეზიდენტს მოღალატე უწოდა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას გაურიგდა, რათა საპრეზიდენტო არჩევნები მოეგო.

BBC წერს, რომ კანონდამრღვევი კაპიტოლიუმის დაცვამ დააკავა. ის ადგილობრივი საზოგადოებრივი მოძრაობის წევრი რაიან კლეიტონი აღმოჩნდა. ამასთან, მამაკაცი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევაა, როდესაც აქტივისტი თეთრი სახლის მეთაურს უპირისპირდება და რუსეთთან გარიგებას აბრალებს. ამავე წლის ივლისში, ის ტრამპის სიძესთან მივიდა და რუსეთის დროშაზე დაწერილი ავტოგრაფი სთხოვა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics