|
2017-10-24 13:09:33, 1929 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი OECD-ის გენერალურ მდივანს ანხელ გურიას შეხვდა
“OECD (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ევრაზიის კვირეულის” ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აღნიშნული ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ანხელ გურიას შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და OECD-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ხაზი გაესვა იმ დიდ დახმარებას, რომელიც აღნიშნულმა ორგანიზაციამ აღმოუჩინა საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით. გარდა ამისა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა OECD-ის მონაწილეობაზე საქართველოს ეკონომიკის „მწვანე განვითარების“ სტრატეგიის შემუშავებისა და იმპელემენტაციის პროცესში, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ხელი შეეწყობა ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვის და ქვეყნის მდგრად განვითარების პროცესს. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროცესის დაჩქარებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახორციელებს რეფორმების 4-პუნქტიან გეგმას, რომლის ფარგლებში ხორციელდება ძირეული სტრუქტურული და ფისკალური რეფორმები, მიმდინარეობს ძირითადი სატრანსპორტო და ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ინერგება დუალური განათლების სისტემა, რომლის თანახმადაც აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვნად იზრდება კერძო სექტორის მონაწილეობის ხარისხი, აგრეთვე ტარდება მმართველობითი რეფორმა. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესსა და რეგიონში ლიდერის პოზიციას საგადასახადო და ანტიკორუფციული მიმართულებით. დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა OECD-ის იმ დახმარებისთვის, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაცია უწევს საქართველოს თანამშრომლობის 20-წლიან პერიოდში. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციას შორის მომავალში კიდევ უფრო ნაყოფიერი და წარმატებული გახდება.
(NS)
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)