19:40 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-24 00:22:01, 2779 ნახვა

სამართალი
თამაზ მეჭიაურის მხადრამჭერების ავტომობილის დაწვის ფაქტი შსს-მ დაადასტურა

თიანეთის მერობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის ორ წარმომადგენელს, ჟინვალის გზაზე თავს დაესხნან და მანქანა დაუწვეს.

"არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფოლი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენლებმა მახარე სისაურმა და რამაზ ღვალაძემ, რომლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო პროცესებს, გვაცნობეს რომ მათ ჟინვალის გზაზე თავს დაესხნენ და დაუწვეს მანქანა" - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

საკითხის გასარკვევად "ექსპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განაცხადეს, ავტომობილი დამწვარია თუმცა რა ვითარებაში გამოძიება დაადგენს. 

ამ დროისთვის ადგილზე, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ..

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მე-2 ნაწილით რაც გულისხმობს  სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics